ძებნა
დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხი
თუ თქვენ ვითიბი ბანკში გახსნილი გაქვთ დეპოზიტი და ამასთანავე დაგჭირდათ გარკვეული თანხა, გთავაზობთ დეპოზიტით უზრუნველყიფილ სესხს. ამ შემთხვევაში თქვენ ერთდროულად მიიღებთ დარიცხულ საპროცენტოშემოსავალს დეპოზიტზე და ისარგებლებთ კრედიტით შეღავათიანი პირობებით.
დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხით სარგებლობის უპირატესობა:
- შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი სესხზე;
- თავისუფალი დაფარვის გრაფიკი;
- სესხის და დეპოზიტის ავტომატური პროლონგაცია;
- სესხი გაიცემა საკომისიო გადასახადის გარეშე;
- არ მოითხოვება შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- არ მოითხოვება სესხის წანასწარი დაფარვის საკომისიო გადასახადი.
დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის პირობები:
- გაცემული სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს დეპოზიტზე განთავსებულ თანხას მინუს სესხზე დარიცხული 2 თვის პროცენტის ოდენობას;
- სესხის დაფარვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს დეპოზიტის ვადას;
- წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთს + 4% -დან.




