ფულადი გზავნილები

Western Union

Western Union-ის ფულადი გზავნილების სისტემა კლიენტებს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად სწრაფად და უსაფრთხოდ, საბანკო ანგარიშის გაუხსნელად, უცხოური ვალუტა გადარიცხოს მსოფლიოს 200 ქვეყანაში 385.000-ზე მეტი პუნქტის მეშვეობით და მიიღოს თანხა გამოგზავნიდან 15 წუთის განმავლობაში

ექსპრესი

ვითიბი ბანკის ექსპრესის სისტემა, Western Union-ის ანალოგიურად, კლიენტებს საშუალებას აძლევს თავისი ფართო ქსელის მეშვეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოონ ფულადი გადარიცხვები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში.

ANELIK

საერთაშორისო საბანკო ფულადი გზავნილების სისტემა ANELIK საშუალებას გაძლევთ ანგარიშის გაუხსნელად მსოფლიოს 90 ქვეყანაში გადარიცხოთ და მიიღოთ თანხა 2-დან 24 საათის განმავლობაში."ANELIK"-ის გადარიცხვის პროცედურა მაქსიმალურად მარტივი და მოსახერხებელია, ამასთანავე გადარიცხვის საკომისიო შეადგენს გადასარიცხი თანხის 3 %-ს.

MoneyGram

MoneyGram-ის ფულადი გზავნილების სისტემა კლიენტებს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად სწრაფად და უსაფრთხოდ, საბანკო ანგარიშის გაუხსნელად, უცხოური ვალუტა გადარიცხოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში 82.000-ზე მეტი პუნქტის მეშვეობით და მიიღოს თანხა გამოგზავნიდან 15 წუთის განმავლობაში.

Contact

საერთაშორისო საბანკო ფულადი გზავნილების სისტემა Contact საშუალებას გაძლევთ საბანკო ანგარიშის გაუხსნელად მსოფლიოს 90 ქვეყანის 40 000–ზე მეტი პუნქტის მეშვეობით გადარიცხოთ და მიიღოთ თანხა 2-დან 24 საათის განმავლობაში. ფულადი გზავნილები ხორციელდება აშშ დოლარსა და ევროში. Contact-ის გადარიცხვის პროცედურა მაქსიმალურად მარტივი და მოსახერხებელია.
თანხა:                                    საკომისიო:
0-4950 USD/EUR                  2%
4951-10 000 USD/EUR         99 USD/EUR (1.9-0.99%)