ძებნა
ვითიბი ბანკისა და აქსისის ერთობლივი პროექტი
ვითიბი ბანკისა და დეველოპერული კომპანია “აქსისის” ახალი შემოთავაზება
თუ გსურთ შეიძინოთ საოფისე ან კომერციული ფართი, მაგრამ არა გაქვთ საკმარისი თანხა, ვითიბი ბანკი გთავაზობთ იპოთეკურ სესხს თქვენთვის ხელსაყრელი და მოსახერხებელი პირობებით. ვითიბი ბანკთან და „აქსისთან“ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თქვენ საკუთრებაში გადმოვა საოფისე ფართი, რომელიც დაიტვირთება იპოთეკით, სხვა დამატებითი გარანტიის გარეშე.
სესხის 10–წლიანი პერიოდის შემთხვევაში (მაქსიმალური ვადა), თქვენ ქირის ფასად დაფარავთ მთელ თანხას და საკუთრებაში დაგრჩებათ საოფისე ფართი.
აუცილებელი თანამონაწილეობა შეადგენს საერთო ფასის 10%-ს. რაც უფრო მეტი იქნება თქვენ მიერ შემოტანილი თანამონაწილეობის თანხა, მით უფრო შეგიმცირდებათ გადასახადი კვ.მ. ფართობზე. შესაბამისად, თანამონაწილეობის ზრდის შემთხვევაში, დაიკლებს როგორც ყოველთვიური შემოსატანი, ასევე ჯამური გადასახადი თანხა.
საოფისე ფართი ჩაგბარდებათ ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 კვირაში გარემონტებული სახით.
ქირის წინასწარი გადახდის შემთხვევაში, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ კვ.მ-ის ღირებულება 100%-ით შეამციროთ.
სესხის პირობები:
- სესხის თანხა - 10 000-დან 500 000 აშშ დოლარამდე;
- სესხის ვადა - 120 თვემდე;
- წლიური საპროცენტო განაკვეთი - 17%-დან;
- სესხის გაცემის საკომისიო - 0,2%–დან;
- სესხის დაფარვის გრაფიკი - ყოველთვიურად ან თვეში 2-ჯერ;
- წინასწარი დაფარვის ჯარიმა – 0%;
- თანამონაწილეობა – 0%– დან.
სესხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (არ მოითხოვება სხვა დოკუმენტები და ფინანსური ანალიზი).
სესხის დამტკიცების დრო:
- 1 საათი.
სესხის უზრუნველყოფა:
- შესაძენი უძრავი ქონება.




