სამომხმარებლო სესხი

ჩვენ ვაფინანსებთ თქვენს სურვილებს 

სამომხმარებლო სესხის უპირატესობები:

  • დამატებითი ფულადი სახსრები მაშინ, როცა თქვენ ეს გჭირდებათ;
  • სესხის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენით;
  • გადახდის მოსახერხებელი და მოქნილი გრაფიკი;
  • დაბალი საპროცენტო განაკვეთი;
  • სესხის გაცემა ნებისმიერი მიზნობრიობით.

სამომხმარებლო სესხის ძირითადი პირობები:

  • სესხი გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე;
  • სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 20,000 ლარს ან ეკვივალენტს სხვა ვალუტაში;
  • სესხის საპროცენტო განაკვეთი 17 %-დან;
  • სესხის მაქსიმალური ვადა შეადგენს 2 წელს;
  • საკომისიო – 1.5%-დან.

ძირითადი მოთხოვნები მსესხებლის მიმართ:

  • საქართველოს მოქალაქეობა;
  • ასაკი - 20 - 65 წელი (სესხის ვადის ჩათვლით);
  • მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი თბილისის ფილიალებისთვის 250 ლარი, სხვა ქალაქების ფილიალებისთვის 100 ლარი;
  • მინიმუმ 3 თვის სამუშაო გამოცდილება .

სესხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;

სესხის დაფარვა:

  • სამომხმარებლო სესხის დაფარვა ხორციელდება ყოველთვიურად ან თვეში ორჯერ, წინასწარ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;
  • სამომხმარებლო სესხის დაფარვა შესაძლებელია წინასწარ.

სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ვითიბი ბანკის, ასევე სხვა ნებისმიერი ბანკის სახელფასო პროგრამაში ჩართულ პირებს.
გარდა ამისა შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ ოვერდრაფტით.
ოვერდრაფტი – კრედიტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენთ მაშინ, როდესაც საბანკო ბარათზე აღარ გაქვთ ხელმისაწვდომი თანხა. ოვერდრაფტის ლიმიტი განისაზღვრება ხელფასის 100%-დან 300%-მდე, არაუმეტეს 15 000 ლარისა.

სამომხმარებლო სესხის გაფორმება შესაძლებელია ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალში