ძებნა
ოვერდრაფტი

ოვერდრაფტი მარტივი და მოკლევადიანი სესხია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ დამატებითი თანხებით, იმ დროს, როდესაც ბარათზე საკმარისი თანხა აღარ გაქვთ.
ოვერდრაფტი მტკიცდება 1 დღეში და გაიცემა ვითიბი ბანკის სახელფასო პროგრამაში ჩართულ პირებზე.
ოვერდრაფტზე დარიცხული პროცენტის გადახდა ხორციელდება რეალურად დახარჯული თანხის შესაბამისად.
ოვერდრაფტის ძირითადი პირობები:
- ოვერდრაფტი გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე;
- ოვერდრაფტი მტკიცდება 1 დღეში;
- ოვერდრაფტის ლიმიტი განისაზღვრება ხელფასის 100%-დან 300%-მდე, არა უმეტეს 15 000 ლარისა;
- საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 16%-დან;
- ვადა - 12 თვე ავტომატური პროლონგაციით;
- მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი - 100 ლარი;
- ოვერდრაფტის დაფარვა - შესაძლებელია სრულად ან ლიმიტის შემცირება ყოველთვიურად;
- ოვერდრაფტის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენით.




