ძებნა
ვადიანი ანაბარი

ვადიანი ანაბარი წარმოადგენს ბანკში ფულის შენახვის ყველაზე მაღალშემოსავლიან საშუალებას. ვადიანი ანაბარი იხსნება წინასწარ განსაზღვრული ვადით და მასზე კეთდება მხოლოდ ერთჯერადი შენატანი.
უპირატესობები:
- ანაბრის გახსნა უფასოა
- ანაბრის გახსნა შეგიძლიათ ლარში/აშშ დოლარში/ევროში
- დაგერიცხებათ მაღალი საპროცენტო სარგებელი
- საპროცენტო სარგებლის გატანა შეგიძლიათ წინასწარ, ვადის ბოლოს ან ყოველთვიურად
- ირჩევთ თქვენთვის მოსახერხებელ დღეს
- შეგიძლიათ ისარგებლოთ ანაბრით უზრუნველყოფილი სესხით
პირობები:
- ანაბრის მინიმალური თანხა: 100 ლარი/აშშ დოლარი/ევრო
- ანაბარზე დამატებითი თანხის შეტანა ან ნაწილობრივი გაცემა არ ხდება
- მოქმედების ვადა: 3-24 თვე
- შესაძლებელია ავტომატური პროლონგაცია
- სარგებლის ყოველთვიურად გატანის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი მცირდება 0.5%-ით
-
ანაბრის ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში, ანაბარს დაერიცხება რეალურად განთავსებულ ვადაზე წლიური 2%
წლიური საპროცენტო სარგებელი ვადის ბოლოს:
| ვადა | GEL | USD | EUR |
| 3-5 | 8.5 | 6 | 6 |
| 6-8 | 9.5 | 7 | 7 |
| 9-11 | 10 | 7.5 | 7.5 |
| 12-17 | 10.5 | 8 | 8 |
| 18-23 | 11.5 | 8 | 8 |
| 24 | 12 | 8 | 8 |
ანაბრის გახსნის შემთხვევაში გათვალისწინებულია ბონუსები




