ძებნა
ზრდადი ანაბარი
ერთად გავზარდოთ თქვენი შემოსავალი

ზრდადი ანაბარი წარმოადგენს ყველასათვის კარგად ცნობილ ყულაბის ზუსტ საბანკო ანალოგს. თქვენ უბრალოდ აგროვებთ თანხას, სანამ იგი არ მიაღწევს თქვენთვის სასურველ ოდენობას. ზრდადი ანაბრის გახსნისას, თქვენ წინასწარ არ აფიქსირებთ არც შენატანების სიხშირეს და არც თითოეული შენატანის ოდენობას. უბრალოდ იწყებთ დაზოგვას და შეწყვეტთ მაშინ, როცა ამას თავად გადაწყვეტთ.
უპირატესობები:
- ანაბრის გახსნა უფასოა
- ანაბრის გახსნა შეგიძლიათ ლარში/აშშ დოლარში/ევროში
- დაგერიცხებათ მაღალი საპროცენტო სარგებელი
- საპროცენტო სარგებლის გატანა შეგიძლიათ ანაბრის ვადის ბოლოს ან ყოველთვიურად
- ირჩევთ თქვენთვის სასურველ ვადას
- შეგიძლიათ ისარგებლოთ ანაბრით უზრუნველყოფილი სესხით
- შესაძლებელია ავტომატური პროლონგაცია
პირობები:
- ანაბრის მინიმალური თანხა: 100 ლარი/აშშ დოლარი/ევრო
- ანაბარზე დამატებითი შენატანების რაოდენობა შეუზღუდავია
- ანაბრის ნაწილობრივი გატანა არ ხდება
- მოქმედების ვადა: 3-24 თვე
- სარგებლის ყოველთვიურად გატანის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი მცირდება 0.5%-ით
- ანაბრის ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში ანაბარს დაერიცხება რეალურად განთავსებულ ვადაზე წლიური 2%
- ანაბრის ყოველ შენატანს, განთავსების ვადის მიხედვით, დაერიცხება განსხვავებული საპროცენტო სარგებელი შემდეგი ოდენობით:
წლიური საპროცენტო სარგებელი ვადის ბოლოს:
| ვადა | GEL | USD | EUR |
| 3-5 | 7.5 | 5 | 5 |
| 6-8 | 8.5 | 6 | 6 |
| 9-11 | 9 | 6.5 | 6.5 |
| 12-17 | 9.5 | 7 | 7 |
| 18-23 | 10.5 | 7 | 7 |
| 24 | 11 | 7 | 7 |
ანაბრის გახსნის შემთხვევაში გათვალისწინებულია ბონუსები




