ბარათის უსაფრთხოების სერვისი

დაიცავით თქვენი ბარათი გარეშე პირის მიერ მისი არალეგალური გამოყენებისგან (ბანკომატის, პოსტერმინალისა და ინტერნეტის მეშვეობით) როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

აირჩიეთ სასურველი ბარათის უსაფრთხოების სერვისის პაკეტი:

პაკეტი

სტანდარტი

სტანდარტი +

უნივერსალი

პრემიუმი

პრემიუმი +

ბანკომატით/პოს ტერმინალით
ჩატარებული არალეგალური 
ოპერაცია (ლიმიტი)

1600 ლარი

4800 ლარი

8000 ლარი

16000 ლარი

24000 ლარი

ინტერნეტით ჩატარებული
არალეგალური ოპერაცია (ლიმიტი)

800 ლარი

1920 ლარი

2400 ლარი

3200 ლარი

4800 ლარი

სერვისით სარგებლობის საკომისიო

4 ლარი

10 ლარი

16 ლარი

48 ლარი

80 ლარი

ბარათის უსაფრთხოების სერვისი ვრცელდება ვითიბი ბანკ ჯორჯიას ყველა ტიპის სადებეტო და საკრედიტო ბარათზე (გარდა ბიზნეს ბარათისა). სერვისის ჩართვა შეგიძლიათ როგორც ახალ, ისე არსებულ საბანკო ბარათზე.

ბარათის უსაფრთხოების სერვისის პირობები

სერვისის ვადა

1 წელი

ანაზღაურებადი ოპერაციების რაოდენობა

5 თანმდევი არალეგალური ოპერაცია

სერვისის ჩასართავად ეწვიეთ ვითიბი ბანკ ჯორჯიას ნებისმიერ ფილიალს და შეავსეთ განაცხადი.


ბარათის მიღებისას:

  • შეინახეთ ბარათი უსაფრთხო ადგილას, ისე რომ გარეშე პირებს არ ჰქონდეთ მასზე წვდომის საშუალება.
  • მიღებისთანავე მოაწერეთ ხელი ბარათზე ხელმოწერისათვის განკუთვნილ ველზე. ეს აგარიდებთ გაუგებრობებს ბარათით შემდგომი სარგებლობისას.
  • არ გადასცეთ პლასტიკური ბარათი ან/და პინ კოდი მესამე პირს.
  • არავის გაანდოთ პლასტიკურ ბარათზე დაფიქსირებული ნომერი ან პინ კოდი, რომელიც გადმოგეცათ დალუქული კონვერტით
  • არასდროს არსად დაწეროთ/ჩაინიშნოთ პინ კოდი (ბარათის საიდენტიფიკაციო ნომერი). დაიმახსოვრეთ ის.
  • ბარათის გამოცვლის შემთხვევაში დარწმუნდით, რომ ძველი ბარათი განადგურებულია (დაჭერით ოთხ ნაწილად).

ბანკომატით სარგებლობისას:

  • დარწმუნდით, რომ ვერავინ ხედავს თქვენს მიერ შეყვანილ პინ კოდს.
  • არასოდეს მიმართოთ უცხო პირს დახმარებისათვის ბანკომატით სარგებლობისას.
  • ტრანზაქციის დასრულებისას მაშინვე შეინახეთ თქვენი ბარათი და ნაღდი ფული. დაითვალეთ ნაღდი ფული ბანკომატის არეალის დატოვებამდე და არა მის გარეთ.
  • არ დატოვოთ თქვენი ტრანზაქციის ჩანაწერი/ქვითარი ბანკომატთან. გადაგდებამდე დააქუცმაცეთ ის.
  • ხშირად ცვალეთ თქვენი პინ კოდი, ყოველთვიურად მაინც.

SHOPPING-ისას:

  • ბარათი გამოიყენეთ მხოლოდ სანდო სავაჭრო ობიექტებში. არასოდეს გაატანოთ მომსახურე პერსონალს თქვენი ბარათი სხვა ობიექტში/ოთახში.
  • დარწმუნდით, რომ ყიდვის დასრულებისას ბარათი დაგიბრუნდათ და რომ ეს ბარათი თქვენია.
  • ყიდვის შემდეგ ყოველთვის შეინახეთ ქვითარი/ჩეკი.
  • ყოველთვიურად შეამოწმეთ თქვენი საბანკო ტრანზაქციების ამონაწერი. განაცხადეთ ბანკში ნებისმიერი არაავტორიზებული ტრანზაქციის შესახებ.

ინტერნეტ-გადახდებისას:

  • გადახდები აწარმოეთ მხოლოდ საკუთარი კომპიუტერიდან, რომელზეც დაყენებულია ლიცენზირებული ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა და რეგულარულად ხდება მისი განახლება.
  • გამოიყენეთ ცნობილი და საიმედო ორგანიზაციებისა და კომპანიების ვებ-გვერდები.
  • ვებ-გვერდებზე განთავსებული უნდა იყოს იმ საგადამხდელო სისტემების ლოგოტიპები, რომელთა ბარათითაც ხდება გადახდა.
  • გადამხდელ ვებ-გვერდთან კავშირი, რომელზეც ხდება ბარათის მონაცემების შეყვანა, უნდა იყოს დაცული (ვებ-გვერდის მისამართი უნდა იწყებოდეს https:// -ით და ბრაუზერის მარჯვენა ქვედა კუთხეში უნდა ჩანდეს „ჩაკეთილი ბოქლომი“ სიმბოლო).
  • დარწმუნდით იმ ვებ-გვერდის მისამართის სისწორეში, რომელზეც აპირებთ შესყიდვის განხორციელებას. ეჭვების არსებობის შემთხვევაში არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები.
  • ინტერნეტით საქონლისა და მომსახურების შესაძენად არ არის საჭირო ბარათის PIN კოდის შეყვანა! გადახდის შესასრულებლად საკმარისია თქვენი სახელის, გვარის, ბარათის ნომრის, მოქმედების ვადის და CVC2/CVV2 კოდის შეყვანა (ზოგიერთ შემთხვევაში ასევე მოითხოვება დამატებითი პირადი ინფორმაციის მითითება).
  • ანგარიშსწორება ძირითადი საბანკო ბარათით, რომელზეც ინახება თქვენი ძირითადი ფულადი სახსრები, არ არის უსაფრთხო. ინტერნეტ გადახდებისათვის რეკომენდირებულია ცალკე ბარათის გამოყენება ოპერაციების ლიმიტირებული მოცულობით.

დაგვიკავშირდით:

  • ბარათის დაკარგვის/ქურდობის შემთხვევაში.
  • არალეგალური ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში.
  • თუ თქვენი ბარათი აღარ ფუნქციონირებს.
  • არა ავტორიზებული ტრანზაქციის შესახებ შეტყობინების გასაკეთებლად.


გახსოვდეთ, რომ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ და სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფის“ თანამშრომლები არ ახორციელებენ ზარებს და არ გიგზავნიან ელექტრონულ წერილებს თქვენი ბარათის მონაცემების (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, PIN, CVC2/CVV2, კოდური სიტყვა, ინტერნეტ ბანკის მომხმარებელი და პაროლი) მიწოდების, განახლების ან დადასტურების მოთხოვნით. ნუ გადახვალთ ელექტრონულ წერილში მითითებულ ლინკზე.

თუ თქვენ მიიღეთ ელექტრონული წერილი ან მოკლე ტექსტური შეტყობინება მოგების, ბარათის ბლოკირების ან თქვენთვის უცნობი რაიმე ოპერაციის შესახებ, ნუ დაუკავშირდებით შეტყობინების გამომგზავნს და ნუ გაანდობთ მას თქვენს მონაცემებს.

ბარათის დაკარგვის ან სხვა მიზეზით მისი დაბლოკვის მიზნით გთხოვთ, დარეკოთ 24 საათის განმავლობაში ტელეფონზე (+995 32) 224 24 24



საბარათე ანგარიშის უსაფრთხოების სერვისის პირობები