საბანკო ბარათები


ვითიბი ბანკის საბანკო ბარათები - ანგარიშსწორების თანამედროვე საშუალებაა, რომლითაც შეძლებთ:

  • ნაღდი ფულის არქონის შემთხვევაში გადაიხადოთ საქონლისა და მომსახურების საფასური საკომისიოს გარეშე;
  • ისარგებლოთ მსოფლიოს მასშტაბით ბანკომატების ფართო ქსელით;
  • შეინახოთ საკუთარი ფულადი სახსრები საბარათე ანგარიშზე;
  • არ მოახდინოთ საბანკო ბარათის ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების დეკლარირება საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში;
ვითიბი ბანკი ამზადებს VISA საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების ბარათებს. საბარათე ანგარიშის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია როგორც ბარათის გაყალბების, ისე მხოლოდ მფლობელისთვის ცნობილი პინკოდის თანამედროვე დაცვით.