ძებნა
ტელეფონ ბანკინგი
ვითიბი ბანკი გთავაზობთ ტელეფონ ბანკინგს, რომელიც საშუალებას გაძლევთ:
- შეიტყოთ ვალუტის კურსის შესახებ;
- მიიღოთ ინფორმაცია თქვენი ანგარიშების შესახებ;
- აწარმოოთ კომუნალური და საკომუნიკაციო გადახდები;
- მოახდინოთ საბანკო ბარათის ბლოკირება.
ტელეფონ ბანკინგით სარგებლობისათვის საჭიროა:
- იქონიოთ ღილაკიანი ტელეფონი ტონალურ რეჟიმში (ტონალურ რეჟიმში გადასართავად ისარგებლეთ * ღილაკით);
- დარეკოთ ნომერზე 505 550;
- იქონიოთ თქვენი მომხმარებლის კოდი და პაროლი.
ტელეფონ ბანკინგით სარგებლობის წესები:
- მომხმარებლის კოდისა და პაროლის მისაღებად მიმართეთ ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალს და თან იქონიეთ თქვენი საბანკო ბარათი. კოდისა და პაროლის მიღება უფასოა;
- გადახდების მენიუში შესასვლელად ძირითად მენიუში აჭერთ თითს ღილაკს “3”. ამის შემდეგ, არსებული გადახდების სიიდან, ირჩევთ სასურველ გადახდის ტიპს;
- სასურველი გადახდის არჩევის შემდეგ ირჩევთ სასურველ ნომინალს, ადასტურებთ გადახდას ღილაკ “1”-ზე თითის დაჭერით და 10 წამში გადახდა დასრულებულია;
- ტელეფონ ბანკინგის ნებისმიერი მენიუდან მთავარ მენიუში გადასვლა ხდება * ღილაკზე თითის დაჭერით;
- გადახდის დასრულებისთანავე მობილურ ტელეფონზე მიიღებთ SMS-ს.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ან დარეკეთ ნომერზე 505 505, 505 707, 24 24 24




