ინტერნეტ ბანკინგი

რა არის ინტერნეტ ბანკინგი?

ინტერნეტ ბანკინგი თქვენი ანგარიშების კონტროლის მარტივი და მოსახერხებელი საშუალებაა.მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ანგარიშებზე ჩატარებული ოპერაციების შესახებ. თვალი ადევნეთ თქვენს სესხებსა და დეპოზიტებს სახლიდან გაუსვლელად 24 საათის განმავლობაში.

რა სახის ოპერაციების განხორციელება შეგიძლიათ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით?

  • ანგარიშების შემოწმება და ამონაწერის ფორმირება;
  • ბარათის ბლოკირება/ბლოკის მოხსნა;
  • ანგარიშების შემოწმება;
  • ხელმისაწვდომი და ბლოკირებული თანხების კონტროლი;
  • დეტალური ინფორმაციის მიღება თქვენს ანგარიშზე შესრულებული ოპერაციების შესახებ;
  • ანგარიშიდან ამონაწერის მიღება, ელფოსტით ან ფაქსით გაგზავნა;
  • ინფორმაციის მიღება და თქვენი დეპოზიტის პარამეტრების კონტროლი;
  • ინფორმაციის მიღება და თქვენი სესხის პარამეტრების კონტროლი;
  • დეტალური ინფორმაციის მიღება თქვენი სესხის დაფარვის ვადების და მოცულობის შესახებ.

გადახდები

გადაიხადეთ სახლიდან გაუსვლელად, "ონლაინ" რეჟიმში კომუნალური და სხვა სახის გადასახადები, ჩარიცხეთ თანხა მობილური ტელეფონის ანგარიშზე.

კომუნალური - თელასი, ყაზტრანსგაზი, თბილისის წყალი, დასუფთავება, რუსთავგაზი, ქუთაისგაზი, ენ. დისტრ. კახეთი;
მობილური კავშირგაბმულობა - მაგთი, ბალი, ჯეოსელი, მაგთი–ფიქსი, ბილაინი;
ტელეკომუნიკაცია - გლობალ ერთი, გაერთიანებული ტელეკომი, აიეტი–ტვ, ახალი ქსელები, ახტელი, საქტელკომ პლუსი, ჯეონეტი, კავკასუს ონლაინი, სილქნეტი;
სხვა - სითი პარკი.

გადარიცხვები

თქვენ შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა საბარათე ანგარიშზე ან მიმდინარე ანგარიშიდან ბანკის სხვა ანგარიშზე. ამისათვის საჭიროა იცოდეთ მიმღები პირის ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ისარგებლოთ ინტერნეტ ბანკინგით?

  • მიბრძანდით ჩვენს ნებისმიერ ფილიალში;
  • შეავსეთ განაცხადის ფორმა;
  • მიიღეთ თქვენი ინტერნეტ ბანკინგის გასაღები.

ინტერნეტ ბანკინგის მომსახურების რეგისტრაცია და ყოველთვიური მომსახურება - უფასო.