VTB Video Bank

VTB Video Bank - ეს არის სს "ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ექსკლუზიური მობილური აპლიკაცია, რომელიც ბანკის კლიენტებს საშუალებას აძლევს დისტანციურად, ბანკის თანამშრომელთან პირისპირ კომუნიკაციით (ვიდეო ზარის გამოყენებით) შეასრულონ ნებისმიერი  უნაღდო საბანკო ოპერაცია.

ვიდეო ბანკით სარგებლობა კლიენტებს შეუძლიათ ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

ვიდეო ბანკის მომსახურებით სარგებლობა ასევე შესაძლებელია ვითიბი ბანკის ცენტრალურ ფილიალში (გ. ჭანტურიას ქ. 14) არსებული ვიდეო ბანკის სივრცეში.

VTB Video Bank-ით სარგებლობისათვის საკმარისია გადმოიწეროთ აპლიკაცია Apple Store ან Google Play Store -დან და შეიყვანოთ თქვენი ინტერნეტ ბანკის იუზერი და პაროლი. ვიდეო ბანკით სარგებლობა შესაძლებელია ასევე ვებ გვერდიდან: https://videobank.ge 

აღნიშნული აპლიკაციით შესაძლებელია: 

საბანკო ოპერაციების წარმოება

  • თანხის გადარიცხვა საკუთარ ანგარიშებზე ბანკის შიგნით ყველა ვალუტაში
  • თანხის გადარიცხვა სხვის ანგარიშზე ან სხვა ბანკში ყველა ვალუტაში
  • თანხის კონვერტაცია
  • ნაშთის გაგება, ამონაწერის მიღება, რეკვიზიტების მიღება
  • საბიუჯეტო გადარიცხვების შესრულება

საბანკო პროდუქტების შეძენა

  • მიმდინარე ან საბარათე ანგარიშის გახსნა
  • საკრედიტო და სადებეტო ბარათების შეკვეთა
  • დეპოზიტების გახსნა
  • საკრედიტო განაცხადების გაგზავნა
  • რეგულარული დავალებების რეგისტრაცია ან გაუქმება
  • კომუნალური გადასახადების გადახდა
  • დისტანციურ სერვისებზე რეგისტრაცია
  • ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნა

სხვა მომსახურება

  • ბარათის ბლოკირება და ბლოკის მოხსნა
  • დისტანციურ სერვისებზე რეგისტრაცია
  • ბონუს ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება
  • ინფორმაციის მიღება პირად შემოთავაზებებზე
  • ინფორმაციის მიღება საბანკო სიახლეების შესახებ
  • ინფორმაციის მიღება ვალუტის კურსების შესახებ

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია VTB Video Bank-ის მომსახურება და რეგისტრაცია უფასოა.

ვითიბი ბანკი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მუდამ ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, თუმცა გარანტირებული უსაფრთხო თანამშრომლობისთვის, მიზანშეწონილია უსაფრთხოების ნორმების დაცვა, თავად მომხმარებლებისგანაც.  

გაითვალისწინეთ, რომ ვიდეო ბანკის სერვისს წვდომა აქვს:

  • მოწყობილობის გარე მეხსიერებასთან;
  • კამერასთან და მიკროფონთან;
  • მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სისტემასთან;
  • იყენებს “Sleep/wake” ფუნქციას, რათა დაასრულოს მიმდინარე ოპერაცია.

თავდაცვის ზომები:

  • ვიდეობანკში შესვლამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ შედიხართ ვებგვერდზე: https://videobank.ge
  • არ გაანდოთ თქვენი ვიდეობანკის მომხმარებლის სახელი, პაროლი და სატელეფონო კოდი სხვა პირებს. არ შეინახოთ მსგავსი ინფორმაცია კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურში პაროლით დაუცველ ფაილებში;
  • ვიდეობანკში სესიის დასრულების შემდეგ, გთხოვთ გამოხვიდეთ პროგრამიდან მხოლოდ „Logout“-ის ღილაკზე დაჭერით;
  • არ გააგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელფოსტით. ბანკი არასდროს მოგთხოვთ თქვენი პირადი და უსაფრთხოების ინფორმაციის, პაროლის ან ანგარიშების ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელფოსტით.