ძებნა
ვითიბი ბანკი (საფრანგეთი)
| ვითიბი ბანკი (საფრანგეთი) | |
|---|---|
| მმართველობის თავმჯდომარე | ლუბოვ მოხნაჩიოვა |
| მისამართი | 79/81, Boulevard Haussmann 75382, Paris, Cedex 08 |
| ტელეფონი | (331) 40-06-43-21 |
| ფაქსი | (331) 40-06-48-48 |
| ვებ-გვერდი | http://france.vtb.com |
ვითიბი ბანკი (საფრანგეთი) 1921 წლის 21 იანვარს დაფუძნდა ქ. პარიზში, სსრკ-სა და საფრანგეთს შორის საგარეო ვაჭრობის ოპერაციების მომსახურების მიზნით. 2005 წლიდან ბანკი ვითიბი ჯგუფის წევრია. ვითიბი ბანკ (საფრანგეთს) მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ევროპის, რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების მსხვილ სავაჭრო-სამრეწველო კომპანიებთან, მოწინავე ფრანგულ და სხვა დასავლეთევროპულ ბანკებთან. ვითიბი ბანკი (საფრანგეთი) საბანკო ოპერაციების შემდეგი სახეობის მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს კლიენტებს: სტრუქტურული დაფინანსება, იმპორტ-ექსპორტის ოპერაციების დაფინანსება, დოკუმენტური ოპერაციები, კრედიტები სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოების გარანტიით, სავაჭრო დაფინანსება.




