ბანკი-კლიენტი

კლიენტთა დისტანციური მომსახურების სისტემის ,,ბანკი–კლიენტის" საშუალებით თქვენ დაზოგავთ დროს, ბანკში მიუსვლელად შეძლებთ ოპერატიული ინფორმაცის მიღებას ანგარიშების შესახებ და ელექტრონული დოკუმენტების გაგზავნას (საგადახდო დავალებები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, განაცხადები სავალუტო ოპერაციებზე). სისტემა გამოსაყენებლად მოსახერხებელი და მარტივია, უზრუნველყოფს გადასაცემ და მიღებულ მონაცემთა კონფიდენციალობას, მისი დახმარებით შესაძლებელია საკუთარი რესურსების უფრო ეფექტურად მართვა, აგრეთვე მუშაობისათვის აუცილებელი საცნობარო ონფორმაციის მიღება.

სისტემა «ბანკი -კლიენტის» მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა საბანკო ოპერაციის ჩატარება:

  • შეგიძლიათ ოფისიდან გაუსვლელად განახორციელოთ:
  • საგადახდო დოკუმენტების თავმოყრა და გაგზავნა;
  • ვალუტის ყიდვა, გაყიდვა და კონვერსია;
  • სხვა გადამხდელებისგან მიღებული საგადახდო დოკუმენტების მიღება, დაბეჭდვა;
  • ოპერატიული ინფორმაციის მიღება მიმდინარე ანგარიშებზე არსებულ ნაშთთან დაკავშირებით;
  • საგადახდო დოკუმენტების გატარების კონტროლი;
  • საგადახდო დოკუმენტების ბაზის წარმოება; ამასთან, სისტემის საშუალებით შესაძლებელია რამდენიმე ორგანიზაციის ბაზისა და თითოეული ორგანიზაციისთვის რამდენიმე ანგარიშის წარმოება;
  • ამონაწერების ფორმირება და დაბეჭდვა;
  • ანგარიშების ფორმირება (დოკუმენტთა რეესტრი, ბრუნვა თანხის ბრუნვა ანგარიშებზე);
  • ტიპური დოკუმენტების ფორმირება შაბლონების საფუძველზე;
  • ნორმატიულ– საცნობარო ინფორმაციის მიღება (ბანკების, ვალუტის, ვალუტის კურსის ცნობარი და ა.შ.);
  • საგადახდო დოკუმენტების მიღება და გაცემა სხვა საბუღალტრო პროგრამებით სამუშაოდ; მომხმარებელთა უფლებების მოქნილი განსაზღვრა (ადმინისტრირება).

სისტემა «ბანკი -კლიენტი» საიმედოდ იცავს გადაცემულ ინფორმაციას, კერძოდ:

  • სისტემაში შესვლა დაცულია სააღრიცხვო ჩანაწერის პაროლით და ეცხ –ს (ელექტრონული ციფრული ხელმოწერით) პერსონალური გასაღების პაროლით;
  • სააღრიცხვო ჩანაწერის ბლოკირება არასწორი პაროლის ექვსჯერადი შეყვანისას;
  • კლიენტის მკაცრი ორმხრივი ავთენტიფიკაცია სერვერზე მონაცემთა გაცვლის მცდელობის დროს (არასწორი ავთენტიფიკაციის შემთხვევაში ინფორმაციის დამუშავება შეჩერდება);
  • ბანკში საგადახდო დოკუმენტის ყოველი გაგზავნის დროს კლიენტი მას ხელს აწერს საკუთარი ელექტრონული ციფრული ხელმოწერით (ეცხ) პერსონალური ელექტრონული გასაღების საშუალებით,რომელიც შესაძლოა დაცული იყოს პაროლით. გასაღები აუცილებლად მოწმდება ბანკის მიერ;
  • გადაცემული დოკუმენტები იშიფრება სატრანსპორტო გასაღების მეშვეობით;
  • SSL ოქმის საშუალებით მონაცემთა გაცვლის არხის დაცვა;
  • მონაცემთა გაცვლის არხის დაცვა VPN საშუალებებით (Win 32 კლიენტი).