აკრედიტივი

რა არის აკრედიტივი?

აკრედიტივი წარმოადგენს ემიტენტი ბანკის მყარ ვალდებულებას, საქონლის ან მომსახურების გამყიდველს გადაუხადოს განსაზღვრული ფულადი სახსრები საქონლის გაგზავნის ან მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების დროულად და სათანადოდ წარმოდგენისას. ამდენად, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება აკრედიტივის მოთხოვნებს, გაგზავნილი საქონლის/გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია მყიდველის თანხმობის გარეშე.
სს,,ვითიბი ბანკი ჯორჯია’’ ხსნის ყველა სახის გამოუთხოვად დოკუმენტურ აკრედიტივს იმ ქვეყნების ბენეფიციარების სასარგებლოდ, რომლებზეც არ ვრცელდება საერთაშორისო თანამეგობრობის სანქციები.
იმავე ტიპის აკრედიტივები იხსნება რეზიდენტი ბენეფიციარების სასარგებლოდაც.

ვითიბი ბანკი ექსპორტიორებისთვის

  • აკრედიტივების აუთენთიფიკაცია და ავიზირება
  • აკრედიტივების ტრანსფერი
  • კონსულტაცია აკრედიტივის პირობებთან და ამ პირობების თანახმად მოთხოვნილი დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებით
  • უცხოური საკორესპონდენტო ბანკების მიერ გახსნილი აკრედიტივების დადასტურება
  • წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება და აღმასრულებელ ბანკებში გაგზავნა
  • საექსპორტო საქონლის შესაძენად Packing Loan-ის გაცემის შესაძლებლობა

ვითიბი ბანკი იმპორტიორებისთვის

  • კონსულტაციები კონტრაქტის ხელმოწერამდე
  • სხვადასხვა ტიპის აკრედიტივის გახსნა
  • აკრედიტივების დადასტურება პირველხარისხოვანი ბანკების მიერ
  • წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორის გადამოწმება
  • აკრედიტივის თანხის გადახდა

საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დაფინანსება

საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დაფინანსება — სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ვითიბი ბანკი კლიენტებს სთავაზობს ყველა ტიპის დაუფარავი აკრედიტივის გახსნას კლიენტის სახსრების წინასწარი დაჯავშნის გარეშე. დაფარვის ფორმირება ხდება ექსპორტიორზე თანხის რეალური გადახდისას, ამ მიზნით ბანკის მიერ კლიენტისთვის გახსნილი საკრედიტო ხაზის ფარგლებში. ამდენად, კლიენტს ეძლევა შესაძლებლობა, შეიძინოს საქონელი, ხოლო შეძენილი საქონლის ღირებულება გადაიხადოს გაცილებით გვიან.

აკრედიტივის ამ სახით სტრუქტურირება საკმაოდ რენტაბელურია კლიენტისთვის, რადგანაც საპროცენტო სარგებლის მირიცხვა დიფერენცირებულია და ხდება იმპორტირებული საქონლის საფასურის რეალური გადახდის დღეს და არა აკრედიტივის გახსნის მომენტიდან, ამავდროულად, ოპერაციის დასაფინანსებლად გამოიყენება უცხოური, გაცილებით იაფი ფინანსური რესურსები.

საიმპორტო აკრედიტივი

აკრედიტივის გახსნა0.3% (მინ. 120 $)
აკრედიტივის დადასტურებაშეთანხმებით
აკრედიტივის მომსახურებაშეთანხმებით
ცვლილება აკრედიტივში120 $
აკრედიტივის ანულირება100 $
აკრედიტივის ან მისი ნაწილის ტრანსფერი0.4% (მინ. 120 $)
აკრედიტივის დოკუმენტური შემოწმება და გადახდა0.2% (მინ. 120 $)
აკრედიტივის გახსნა და მომსახურება ეროვნულ ვალუტაში                                  შეთანხმებით

საექსპორტო აკრედიტივი

აკრედიტივის ავიზირება0.2% (მინ. 120 $)
აკრედიტივის დადასტურებაშეთანხმებით
ცვლილება აკრედიტივში120 $
აკრედიტივის ანულირება100 $
აკრედიტივის ან მისი ნაწილის ტრანსფერი0.4% (მინ. 120 $)
აკრედიტივის დოკუმენტური შემოწმება და გადახდა0.2% (მინ. 120 $)
სხვა ბანკის მიერ გახსნილი აკრედიტივის ავიზირება სხვა ბანკის კლიენტზე    50 $

დამატებითი ხარჯები

ფოსტა და კომუნიკაციაფაქტის მიხედვით
წინასწარი ავიზირება100 $
სხვა დამატებითი ხარჯები                    ფაქტის მიხედვით