ძებნა
კორპორატიული ბიზნესი
ვითიბი ბანკის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კორპორატიული კლიენტების კომპლექსური საბანკო მომსახურება. ბანკი კლიენტებს სთავაზობს ფართო სპექტრის საბანკო მომსახურების მაღალტექნოლოგიურ და მოქნილ მექანიზმებს, შეიმუშავებს ინდივიდუალურ მომსახურებას თითოეული მათგანისათვის.
ვითიბი ბანკის კორპორატიულ კლიენტად ითვლება კომპანია, რომლის წლიური გაყიდვების მოცულობა შეადგენს მინიმუმ 3 მლნ. აშშ დოლარს. საბანკო საქმიანობისას მსხვილ კლიენტებს მოემსახურებიან კორპორატიული ბანკირები, რომლებიც მომსახურების გაწევასთან ერთად კომპლექსურად გეგმავენ კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობათა შემდგომ განვითარებას.
ვითიბი ბანკში მომსახურების უპირატესობა:
- კორპორატიული კლიენტების საერთაშორისო დონის მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება საქართველოს საბანკო სფეროში;
- მაღალხარისხიანი საბანკო მომსახურება და თქვენი ბიზნესის განვითარების მაქსიმალური შესაძლებლობა;
- ვითიბი ბანკის კორპორატიული ბანკირების ინდივიდუალური მიდგომები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის რთული ამოცანების გადაჭრაში;
- სისწრაფე და ეფექტური მომსახურება.
ვითიბი ბანკი კორპორატიულ კლიენტებს სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს:
- საოპერაციო მომსახურება
- დაკრედიტება
- ვადიანი ანაბარი იურიდიული პირებისთვის
- დოკუმენტური ოპერაციები
- დისტანციური საბანკო მომსახურება
- სახელფასო პროგრამები
- კორპორატიული საბანკო ბარათები
ვითიბი ბანკის საკრედიტო მომსახურება საშუალებას მოგცემთ სრულად დააკმაყოფილოთ თქვენი კომპანიის ფინანსური მოთხოვნილებები მიმდინარე და საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად. ვითიბი ბანკისთვის დაფინანსების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს თითოეული ბიზნესის სპეციფიკა, ინდივიდუალური მიდგომა და კორპორატიული ღირებულებების მაქსიმალური დაცვა.




