ძებნა
ვაკანსიების არქივი თბილისის ფილიალებში
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ბიზნეს ანალიტიკოსის ვაკანსიას
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 06.02.2012
ძირითადი ფუნქციები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება
- სასესხო განაცხადების დამუშავება
- ფინანსური ანალიზის ჩატარება
- საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო ან ეკონომიკის სფერო)
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში, სასურველია ბიზნეს დაკრედიტების კუთხით
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების უნარი
- მოწესრიგებული, ორგანიზებული
- აქტიური, მიზანდასახული
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
- მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით (3X4) ელ. მისამართზე vacancy@vtb.com.ge ან წარმოადგინონ პერსონალის სამმართველოში არაუგვიანეს 2012 წლის 6 თებერვლისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ბიზნეს ანალიტიკოსი, თბილისი“, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.




