ვაკანსიები სათავო ოფისში

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს უძრავი ქონების შემფასებლის ვაკანსიას რისკების სამმართველოს დაგირავებული ქონების  შეფასებისა და მონიტორინგის ჯგუფში

სამუშაო ადგილი:  თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 09.05.2012 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება – ეკონომიური, საბანკო საქმე, ფინანსები ან ბიზნეს ადმინისტრირება
  • მინიმუმ 1 წლის მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების ცოდნა
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა 
  • სასურველია ინგლისური ენის კარგად ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა 

უნარები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება 
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
  • პრობლემის იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი 
  • მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული 
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე 
  • მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით (3X4) ელ. მისამართზე vacancy@vtb.com.ge ან წარმოადგინონ პერსონალის სამმართველოში არაუგვიანეს 2012 წლის  9 მაისისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – „უძრავი ქონების შემფასებელი“,  რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


არქივი