წყალბურთი

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ნაკრები წყალბურთში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა. ჩემპიონატი გაიმართა 14 – 27 ივლისს ბუდაპეშტში. კონტინენტის 11 უძლიერეს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიც გამოვიდა, რომელმაც ევროპირველობის საგზური, არსებობის ისტორიაში, პირველად მოიპოვა. ვლადიმერ ისელიძის გაწვრთნილი გუნდი ფინალურ ეტაპზე ფლეი ოფში თურქეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ მოხვდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის A-ჯგუფში მონტენეგროს, იტალიის, საბერძნეთის, რუმინეთის და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშა. 

ვითიბი ბანკის ვიცე პრეზიდენტი გიორგი ბარკალაია: 

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია შეემატა ჩვენი ბანკის მიერ მხარდაჭერილ სხვა სპორტულ სახეობებს, როგორც იცით ვითიბი ბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული სპორტის განვითარებაში. ბანკი არის რაგბში საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი, საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის გენერალური სპონსორი და საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაციის გენერალური სპონსორი. მნიშვნელოვან დაფინანსებას ვუწევთ ასევე ავტო სპორტს, კალათბურთს, ბავშვთა რაგბის და ფეხბურთის გუნდებს.