საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“

2013 წლის დეკემბერში ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონ ბენდელაs ტერიტორიაზე ვითიბი ბანკისა და საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ერთობლივი პრეს კონფერენცია და სასპონსორო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. კლუბის გენერალური სპონსორობის პერიოდში, ვითიბი ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერა მოხმარდება სპორტსმენების საშეჯიბრო მომზადებას, ეკიპირებასა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ დაარსებულია 1999 წელს, ის აერთიანებს 800-მდე ფეხბურთელს, სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში. 2013 წლიდან კლუბი ასპარეზობს საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონატში.

ვითიბი ბანკის მხრიდან კონტრაქტს ხელი მოაწერეს ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა, ვალერიან გაბუნიამ, ხოლო საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მხრიდან - კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნია: „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილში, ჩვენ თავიდანვე ორი ძირითადი მიმართულება ავირჩიეთ: სპორტი და კულტურა. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ქვეყნის სხვადასხვა სპორტულ გუნდსა თუ თეატრს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბანკის დაფინანსებით, უკვე მრავალი საინტერესო პროექტი განხორციელდა და ასევე, მეტწილად წარმატებული აღმოჩნდა ეს ურთიერთობა სპორტული გუნდებისთვისაც.“