საცხენოსნო სპორტი

ვითიბი ბანკსა და საცხენოსნო სპორტის ფედერაციას შორის ხელი მოეწერა სასპონსორო ხელშეკრულებას.

ფედერაციის გენერალური სპონსორობის პერიოდში, ვითიბი ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერა, მოხმარდება სპორტსმენების საშეჯიბრო მომზადებას, ეკიპირებასა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.

საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია დაარსებულია 1993 წელს, ხოლო 1999 წლიდან არის საერთაშორისო ფედერაციის წევრი. პროფესიონალი მხედრები სამ ოლიმპიურ დისციპლინაში: კონკური (წინაღობათა გადალახვა), დრესაჟი და საცხენოსნო სამჭიდში ასპარეზობენ.

ვითიბი ბანკის მხრიდან კონტრაქტს ხელი მოაწერა, ბანკის ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა, საცხენოსნო სპორტის ფედერაციის მხრიდან ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ბაქარ გაჩეჩილაძემ.

ვითიბი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა განაცხადა: „ვითიბი ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტისა და კულტურის მხარდაჭერას, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბანკის მიერ განხორციელებულ სასპონსორო პროექტებს საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაციაც შეემატა. წარმატებას უსურვებთ სპორტსმენებს და ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საცხენოსნო სპორტის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას.“