ტანვარჯიში

ვითიბი ბანკი საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა


ვითიბი ბანკსა და საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციას  შორის გაფორმდა  სასპონსორო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკი ერთი წლით სპორტული ტანვარჯიშის გენერალური სპონსორი გახდება.  სულ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია   სპორტის 5 სახეობას  აერთიანებს: ბატუტი, მხატვრული  ტანვარჯიში, სპორტული  ტანვარჯიში, აკრობატიკა  და  აერობიკა. 

ფედერაციის გენერალური სპონსორობის პერიოდში განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერა მოხმარდება თავისუფალი ვარჯიშის ფიცარნაგის შეძენას, რომელიც სპოტსმენების ვარჯიშისთვის, მოსამზადებლად და გამოსვლებისთვის გამოიყენება.

ვითიბი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა განაცხადა: 
ვითიბი ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ქართული სპორტის განვითარებას, როგორც იცით ჩვენ ვაფინანსებთ ისეთ სპორტის სახეობებს, როგორიცაა რაგბი და ავტო სპორტი, ხოლო დღეიდან საქართველოს ტანვარჯიშის  ეროვნული ფედერაციის პარტნიორებიც გავხდით.  ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ ვითიბი ბანკი, ფედერაციის პირველი ოფიციალური სპონსორია.  აღნიშნული მხარდეჭერით 400 - მდე მოზარდს და სპორტსმენს სრულყოფილი და ეფექტური ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცემა. ვიმედოვნებთ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა პოზიტიურად აისახება სპორტის ამ სახეობების პოპულარიზაციაზე და სპორტსმენების წარმატებებზე.

ფედერაციის  პრეზიდენტმა, ბატონმა მერაბ ჩიქობავამ განაცხადა: 
ეს  ფაქტი  ხელს  შეუწყობს სპორტის  ამ  დარგის  უფრო  განვითარებას  და  2015  წლის ევროპის  ახალგაზრდული  ოლიმპიური  ფესტივალისთვის უკეთ  მომზადებას.