ბავშვთა რაგბის გუნდი „ჩოხოსნები“

ვითიბი ბანკი, 2013 წლიდან, ბავშვთა რაგბის გუნდ „ჩოხოსნების“ გენერალური სპონსორია. გუნდის გენერალური სპონსორობის პერიოდში განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერა ხმარდება გუნდის ფიზიკურ მომზადებას, ეკიპირებასა და სპორტსმენების სამედიცინო მომსახურებას. 

ვითიბი ბანკის ვიცე - პრეზიდენტი, გიორგი ბარკალაია - „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მონაწილეობა მივიღოთ ისეთ პროექტებში, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მოზარდებისა და სპორტსმენების განვითარებას“.

ვითიბი ბანკი - ქართული სპორტის მხარდამჭერი!