ვითიბი ბანკი ქუთაისის საკალთბურთო გუნდის სპონსორი გახდა

13 ნოემბერს, 16:00, თბილისის სპორტის სასახლეში კალათბურთის სუპერ ლიგის მორიგი შეხვედრა გაიმართა. პირველი წრის, კალენდარულ თამაშში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ შსს-სა და ქუთაისის გუნდები.

ქუთაისის კალათბურთის გუნდმა ერთწლიანი სასპონსორო კონტრაქტი გააფორმა ვითიბი ბანკთან. შეთანხმების თანახმად ბანკი ერთი წლით კლუბის გენერალური სპონსორი გახდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში ქუთაისი ჯერ-ჯერობით მეოთხეა.

კლუბის გენერალური სპონსორობის პერიოდში განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერა, მოხმარდება გუნდების საშეჯიბრო მომზადებას, ეკიპირებასა და სპორტსმენების სამედიცინო მომსახურებას.

ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა: ვითიბი ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტისა და კულტურის მხარდაჭერას, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბანკის მიერ განხორციელებილ სასპონსორო პროექტებს ქუთაისის საკალთბურთო გუნდიც შეუერთდა. წარმატებას უსურვებთ ამ გუნდს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კლუბის წინსვლას და წარმატებას.