ერთად გადავარჩინოთ მოქვის სახარება


ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების უმნიშვნელოვანესი საცავია საქართველოში.

ხელნწერთა ფონდში თავმოყრილია V –XIX საუკუნეების 40 000 –მდე ქართული და 5000 – მდე უცხოენოვანი ისტორიული დოკუმენტი.

ცენტრში დაცული ეროვნული სიმდიდრიდან ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია 1300 წელს აფხაზეთში, მოქვის ტაძარში გადაწერილი სახარება, რომელიც გამორჩეულია ფურცლოვან ოქროზე შესრულებული უნიკალური მინიატურებითა და მრავალფეროვანი ორნამეტებით. ხელნაწერში ოქროს საფარველზე მოხატული 162 მინიატურა, 530–მდე საზედაო ასო და მდიდრულად ორნამენტირებული თავსართებია.

სამწუხაროდ, ამჟამად სახარება მძიმე მდგომარეობაშია. დროთა განმავლობაში ფურცლოვანი ოქრო და საღებავები იშლება და ცვივა, შესაბამისად, ქრება უნიკალური მინიატურებიც. ძეგლი სასწრაფოდ საჭიროებდა დიაგნოსტიკასა და რესტავრაციას.

„ვითიბი ბანკ ჯორჯიამ" გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში და კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ჩატარებულ საქველმოქმედო კონცერტ–მარათონში მიიღო მონაწილეობა.