ივერიის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა იწყება, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი მართლმადიდებლების მიერ თანაბარი შემოწირულობით აშენდება. ეს მოწოდება მისმა უწმინდესობამ 2010 წლის 24 მაისს ფონდ „იავნანას" აქციაზე გააჟღერა და სრულიად საქართველოს მოუწოდა მშენებლობისაკენ. აღნიშნა, რომ ეს არის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დასახმარებლად დაარსდა ტაძრის მშენებლობის ფონდი "ივერიისა". ფონდი საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს მონაწილეობა მიიღოს ტაძრის მშენებლობაში და ყოველთვიურად ხელფასიდან გაიღოს 1 ლარი.

"ვითიბი ბანკ ჯორჯიამ" თავისი წვლილი შეიტანა ამ მეტად სასიკეთო საქმის წარმატებით განხორციელებაში და ბანკის თანამშრომლებთან ერთად დიდი მონდომებით ჩაერთო მნიშვნელოვან აქციაში.