ვითიბი ჯგუფის VIII სპარტაკიადა

2013 წლის 14 სექტემბერს, მოსკოვში, ვითიბი ჯგუფის რიგით VIII სპარტაკიადა გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 13 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენმა, სპორტის 12 სახეობაში. მათ შორის იყო „ვითიბი ბანკი ჯორჯიაც“.

ვითიბი ბანკ ჯორჯიას ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო ფეხბურთში, კალათბურთში, ბოულინგში, ჭადრაკსა და კარტინგში.

ბანკის საკალათბურთო გუნდმა ტურნირში I ადგილი დაიკავეს, ასევე I ადგილის მფლობელი გახდა დავით გაბიძაშვილი ბოულინგში.

ვითიბი ბანკ ჯორჯიას ნაკრებს ამხნევებდა და მხარს უჭერდა ბანკის Cheerleading მხარდამჭერთა ჯგუფი.

ვითიბი ბანკი ულოცავს სპარტაკიადის მონაწილეებს გამარჯვებებს!