ქვიშის რაგბის ტურნირი


9-10 აგვისტოს, ბათუმში ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო ქვიშის რაგბის ტურნირი პროფესიონალ და მოყვარულ გუნდებს შორის.
პირველად ამ ტურნირში, მოყვარულ გუნდებს შორის მონაწილეობა მიიღო ვითიბი ბანკის გუნდმა.

მოყვარულთა ტურნირში მონაწილეობდა 10 გუნდი, რომლებიც ძირითადად დაკომპლექტებულები იყვნენ ყოფილი და მოქმედი რაგბისტებით. ვითიბი ბანკის გუნდმა წარმატებით იასპარეზა და დაძაბულ ბრძოლაში დაიკავა მე-5 ადგილი. უკან ჩამოვიტოვა რა ისეთი გუნდები, როგორიც არის : სპორტის სამინისტროს გუნდი, აქვალაინი, ბანკი რესპუბლიკა და პროკრედიტ ბანკი და დიდი ბრიტანეთის სამოყვარულო გუნდი „ბულდოგები“.