თელავის დრამატული თეატრი

ვითიბი ბანკი თელავის დრამატული თეატრის გენერალური სპონსორია. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თელავის თეატრი მაყურებელს ახალ პროექტებს და პრემიერებს შესთავაზებს, ასევე გასტროლებს გამართავს საქართველოს სხვა ქალაქებსა და საზღვარგარეთ. ვითიბი ბანკი წლების განმავლობაში ქართული კულტურის მხარდამჭერია, თელავის დრამატული თეატრის გარდა, ბანკი რუსთაველის თეატრის გენერალური სპონსრია.

ვითიბი ბანკის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ, განაცხადა:

ჩვენი ბანკისთვის პრიორიტეტულია კულტურის და ხელოვნების მხარდაჭერა, მიგვაჩნია, რომ ბიზნეს სექტორის თანაგომა ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნების ყველა დარგისთვის. განსაკუთრებულად გვსურს აღვნიშნოთ ჩვენი პარტნიორობა თელავის დრამატულ თეატრთან, რადგან ამ ურთიერთობით შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი წვლილი შეგვეტანა რეგიონის კულტურული ცხოვრების განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, პარტნიორობა, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი, წარმატებული იქნება თეატრისთვის და მის განვითარებას შეუწყობს ხელს.