ვითიბი ბანკი - რუსთაველის თეატრის გენერალური სპონსორი

ვითიბი ბანკი წარმოგიდგენთ რუსთაველის თეატრის 135-ე, საიუბილეო სეზონის პირველ პრემიერას

23 და 24 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი წარმოგიდგენთ მარიამ ალექსიძის სპექტაკლს „ჰარირა“.

სპექტაკლი „ჰარირა“ ქორეოგრაფიული წარმოდგენაა და აგებულია ჯანსუღ კახიძის სიმღერებზე, რომელსაც დრამატული და თანამდროვე ბალეტის მსახიობები სცენაზე ერთობლივად წარმოადგენენ. სპექტაკლის მუსიკალური ვერსია ეკუთვნის ვახტანგ კახიძეს. წარმოდგენაში ჯანსუღ კახიძის 21 სიმღერა ჟღერს. ამბავი ქორეოგრაფიული ენით და მოქმედებებით ცალკეული ნოველების ფორმით არის მოყოლილი და მათი წყობა ერთი მუსიკალური ნაწარმოების დრამატურგიული პრინციპით არის აგებული.

შეგახსენებთ, რომ ვითიბი ბანკი უკვე მეორე წელია რუსთაველის თეატრის გენერალური სპონსორია.

ვითიბი ბანკის ფინანსური დირექტორის, მამუკა მენთეშაშვილის განაცხადებით: ვითიბი ბანკი მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართულ კულტურასა და სპორტს. რუსთაველის თეატრი, ქვეყნის ერთ -ერთი ყველაზე გამორჩეული თეატრია. ჩვენი მხარდაჭერით თეატრმა, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და საინტერესო პრემიერა შესთავაზა მაყურებელს. ვითიბი ბანკისა და რუსთაველის თეატრის წარმატებული თანამშრომლობა უკვე მეორე წელია გრძელდება.


ვითიბი ბანკი რუსთაველის თეატრის გენერალური სპონსორი გახდა

ვითიბი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ხელი მოეწერა 2 წლიან სასპონსორო ხელშეკრულებას. ამით ვითიბი ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული კულტურის განვითარებაში. 
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით რუსთაველის თეატრს დაგეგმილი აქვს 14 პრემიერა და სხვა ღონისძიებების გამართვა. აღნიშნული ხელშეკრულების დეტალები მედიას წარუდგინა ვითიბი ბანკის დირექტორმა, ნიკო ჩხეტიანმა  და რუსთაველის თეატრის დირექტორმა, ზაალ ჩიქობავამ. 

ვითიბი ბანკის დირექტორის, ნიკო ჩხეტიანის განაცხადებით: „რუსთაველის თეატრი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია, ჩვენი მხარდაჭერით 2 წლის განმავლობაში თეატრი 14 პრემიერას და სხვა ბევრ  სიახლეს  შესთავაზებს მაყურებელს. ვითიბი ბანკისთვის პრიორიტეტულია კულტურისა და ხელოვნების  განვითარებაში მონაწილეობის მიღება. ურთიერთობა, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი, დარწმუნებული ვარ   წარმატებული იქნება თეატრისა და საზოგადოებისთვის“. 

რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა: ,,მოხარული ვარ, რომ ამ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. ზოგადად მიმაჩნია, რომ ფინანსური ინსტიტუტების გვერდში დგომა დღესაც და ყოველთვის ძალიან სჭირდება ხელოვნების ყველა დარგს და კერძოდ თეატრს. სასიხარულოა, რომ სწორედ ისეთ ბანკთან შედგა ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც ყოველთვის აქტიურად არის ჩაბმული ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. იმედი მაქვს ჩვენი საქმიანი ურთიერთობა მეგობრობაშიც გადაიზრდება და ერთად ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ და საბოლოო ჯამში ვითიბი ბანკთან  თანამშრომლობა რუსთაველის თეატრის განვითარებას შეუწყობს ხელს".  

   


ვითიბი ბანკის მხარდაჭერით რუსთაველის თეატრში მიუზიკლ „ოლივერის“ პრემიერა გაიმართა

რუსთაველის თეატრში ყველაზე მასშტაბური და მაღალბიუჯეტიანი მიუზიკლი ქართული თეატრის ისტორიაში – "ოლივერ!" დაიდგა. 

მიუზიკლი `ოლივერ!” 1960 წელს დაწერა ბრიტანელმა კომპოზიტორმა და ლიბრეტისტმა ლაიონელ ბერტმა. მას საფუძვლად უდევს ჩარლზ დიკენსის ცნობილი რომანის `ოლივერ ტვისტის” პირველი ნაწილი. 
სპექტაკლი თავიდანვე გულთბილად მიიღეს. 1963 წელს ლეონელ ბარტი, დონალდ პიპინი (დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი) და შინ კენი (დეკორაციისა და კოსტიუმების მხატვარი) ტონით დააჯილდოვეს. 

1968 წელს შეიქმნა მიუზიკლის კინოვერსია. ფილმმა ამერიკული კინოაკადემიის ექვსი ჯილდო მიიღო.  მას შემდეგ მიუზიკლი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიდგა. ამჯერად კი მას რუსთაველის თეატრი წარმოგიდგენთ.