ვითიბი ბანკმა ეროვნულ მუზეუმს ნახატები გადასცა

6 ოქტომბერს, ეროვნულ გალერეაში, გაიმართა ნახატების გადაცემის ცერემონია. კერძოდ, ვითიბი ბანკმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცა მის ფლობელობაში არსებული გიგო გაბაშვილის ნამუშევარი „მამაკაცის პორტრეტი“ და მარტირო სარიანის ნამუშევარი "ქალიშვილის პორტრეტი", შესრულებული 1945 წელს. 

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ვითიბი ბანკის რისკების დირექტორი ნიკო ჩხეტიანი. 

ნიკო ჩხეტიანი: ვითიბი ბანკი მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა გადაეცა ეს ნახატები ეროვნული მუზეუმისთვის, ამიერიდან მათი ნახვა ყველა მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. იმედს ვიტოვებთ გიგო გაბაშვილის და მარტირო სარიანის ეს ნამუშევრები ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს ეროვნული გალერეის ექსპოზიციაში.