ქუთაისის დრამატული თეატრი

ვითიბი ბანკი ქუთაისის დრამატული თეატრის პარტნიორი გახდა


ქ.  ქუთაისში, ვითიბი ბანკსა და ქუთაისის დრამატულ თეატრს შორის პარტნიორული ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას  ხელი ქუთაისში, მერიის შენობაში მოეწერა. კონტრაქტს ხელი მოაწერეს ვითიბი ბანკის დირექტორმა, ვალერიან გაბუნიამ და ქუთაისის დრამატული თეატრის დირექტორმა გიორგი სიხარულიძემ. ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი მთავრობის და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები. 

ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის განვითარების დირექტორის ვალერიან გაბუნიას განაცხადებით: ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის დრამატული თეატრი, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და თვალსაჩინო თეატრია და  ამიტომ ვითიბი ბანკი ძალიან მნიშვნელოვნად თვლის ამ სახის პროექტების მხარდაჭერას, დღეს გაფორმებული კონტრაქტი 2 წლიან პარტნიორულ ურთიერთობას ითვალისწინებს და დარწმუნებული ვარ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა იქნება.  ამის გარდა ჩვენი ბანკი აქტიურად აფინანსებს  ქართულ კულტურას, სპორტს, ხელს უწყობს უცხო ქვეყნების კულტურული ღონისძიებებს გამართვას საქართველოში.

        


ვითიბი ბანკის მხარადჭერით ქუთაისის დრამატული თეატრი გაიხსნა


2 მაისს ქ. ქუთაისში ვითიბი ბანკის მხარდაჭერით  ქუთაისის დრამატული თეატრი გაიხსნა. ბანკსა და თეატრს შორის პარტნიორული ხელშეკრულების თანახმად, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ვითიბი ბანკი ქუთაისის დრამატული თეატრის გენერალური სპონსორი და ძირითადი მხარდამჭერი იქნება. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები თეატრის რეკონსტრუქციასა და სარემონტო სამუშაოების დაფინანსებას მოხმარდა.  

ვითიბი ბანკის გერნერალური დირექტორი, არჩილ კონცელიძე:  მოხარულები ვართ, რომ ვითიბი ბანკს მიეცა შესაძლებლობა თავისი წვლილი შეეტანა თეატრის რეაბილიტაციის პროექტში. ვითიბი ბანკი არაერთ მნიშვნელოვან და საჭირო პროექტს აფინანსებს საქართველოს კულტურასა და სპორტში. ჩვენ ბანკს დიდი წვლილი შეაქვს ამ სფეროების განვითარებაში. ქუთაისის დრამატული თეატრი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი  უძველესი და  თვალსაჩინო თეატრია. ვითიბი ბანკის მხარდაჭერით თეატრს საკმაოდ მასშტაბური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და დარწმუნებული ვარ ბანკსა და თეატრს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. ბიზნესის მხრიდან კულტურის მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია, ამის ტრადიცია ყოველთვის არსებობდა საქართველოში და ვითიბი ბანკისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.