ვითიბი ბანკი საქველმოქმედო ფონდ "იავნანასთან" ერთად

ლექსო თორაძის საქველმოქმედო კონცერტი

2011 წლის 29 და 30 ნოემბერს ვითიბი ბანკის მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდ იავნანას ეგიდით თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ლექსო თორაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.  

ვითიბი ბანკის და ფონდ „იავნანას“ ერთობლივი პროექტის, ანაბარი „იავნანას“, ფარგლებში შემოსული თანხით ბანკი ცხრაშვილიან მიუსაფარ ოჯახს დაეხმარა. ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ კონცელიძემ  და ანაბარი „იავნანას“ დეპოზიტარმა, ნიკოლოზ შენგელაიამ მათ ახალი ბინის გასაღები გადასცეს.

დიმიტრი ხვოროსტოვსკის საქველმოქმედო კონცერტი


2010 წლის 4 დეკემბრს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ვითიბი ბანკის გენერალური სპონსორობით ჩვენი დროის უდიდესი მომღერლის, დიმიტრი ხვოროსტოვსკის საქველმოქმედო გალა–კონცერტი ჩატარდა. ხვოროსტოვსკიმ პირველი აღიარება 1989 წელს მოიპოვა. როცა უელსის პრესტიჟულ კონკურსზე 200 მომღერალს შორის გაიმარჯვა და „მსოფლიოს მომღერლის" ტიტული დაიმსახურა. მას იწვევენ მსოფლიოში აღიარებულ საოპერო თეატრები: „როაილ ოპერა ჰაუსი", „ლონდონის სამეფო თეატრი", „ქოვენთ–გარდენი" ნიუ–იორკის „მეტროპოლიტენ ოპერა", მილანის „ლა სკალა" ვენის სახელმწიფო ოპერა, პარიზის, ჩიკაგოს,ბავარიის თეატრები.

კონცერტში აგრეთვე მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი და პაატა ბურჭულაძე. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს დირიჟორობდა ზაზა აზმაიფარაშვილი.

კონცერტით, ვითიბი ბანკი 7 შვილიან ოჯახს დაეხმარება და ახალი საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცა.


VTB Private Banking და ფონდი იავნანა


2010 წლის 12 აპრილს თბილისის დიდ საკოცენრტო დარბაზში ფონდ „იავნანას" საქველმოქმედო კონცერტი ნინო ქათამაძის, ნიკა მემანიშვილის და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით მაყურებლისთვის VTB Private Banking-მა წარმოადგინა

საქველმოქმედო კონცერტზე „ვითიბი ბანკ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ ერთ–ერთ მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად ახალი სახლის გასაღები გადასცა.