ვითიბი ბანკი იტალიის საელჩოს კულტურული ღონისძიებების მხარდამჭერია

იტალიის საელჩოს მიერ ინიცირებული კულტურული ღონისძიებები საქართველოში ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ტარდება.

პირველი ასეთი ღონისძიება 2011 წლის 16 მარტს ევროპის სახლში ჩატარდა. გაიხსნა გამოფენა იტალია საქართველოში ათასწლოვანი დიალოგი". იმავე დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი, გამოჩენილი ქართველი ბალერინა, ნინო ანანიაშვილი დაჯილდოვდა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჯორჯოს ნაპოლიტანოს მიერ მინიჭებული სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენით.

ამ პროექტის ფარგლებში ვითიბი ბანკის მხარდაჭერით კიდევ არაერთი ღონისძიება განხორციელდება.


მედროშეთა ეროვნული გუნდი იტალიის რესპუბლიკის 66–ე იუბილეზე  

იტალიელ მედროშეთა არაჩვეულებრივი წარმოდგენა (“sbandieratori”) გაიმართა თბილისში იტალიის რესპუბლიკის 66–ე იუბილესთან დაკავშირებით. სანახაობა წარმოადგინა იტალიის მედროშეთა ეროვნულმა გუნდმა  31 მაისს, მეიდანზე და მასში მონაწილეობა მიიღეს ათლეტებმა და მუსიკოსებმა იტალიის 8 სხვადასხვა ქალაქიდან და 6 რეგიონიდან.

გაიმართა ერთ–ერთი ყველაზე ტრადიციული და ფერადოვანი იტალიური შოუ  ღია ცის ქვეშ, რომელმაც შუა საუკუნეებში დააბრუნა მეიდანზე შეკრებილი საზოგადოება. ღონისძიება ასევე განსაკუთრებული შემთხვევაა იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე–12 წლისთავის აღსანიშნავად. 

   


საქველმოქმედო კონცერტი „გალა იტალია“



ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა იტალიის გაერთიანების 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი „გალა იტალია“. კონცერტი, რომლის ორგანიზატორები არიან საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ და იტალიის საელჩო საქართველოში.  

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა იტალიელმა მუსიკოსებმა და შეასრულეს ცნობილი არიები ვერდის, დონიცეტის, პუჩინის, ლეონკავალოს და გუნოს ოპერებიდან. 

კონცერტის მიზანია სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთი მრავალშვილიანი ოჯახისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა.