ახალი ამბები და პრეს რელიზები


6 თებერვალი 2012

ვაკეში ვითიბი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა

2012 წლის 6 თებერვალს, ჭავჭავაზის #2–ში გაიხსნა ვითიბი ბანკის ახალი ფილიალი. აღნიშნულ ფილიალში საოპერაციო მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ვაკის ფილიალში საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს: იპოთეკურ, სამომხმარებლო  და ბიზნეს სესხებს, დეპოზიტებს, საბანკო ბარათებს და სხვა მომსახურებას შესთავაზებენ. ფილიალში გაკეთდა Private Banking-ის მომსახურების ზონა, აღნიშნული სერვისი გულისხმობს ექსკლუზიურ საბანკო მომსახურებას, ინდივიდუალური პირობებით და ძირითადად მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი.

ახალ ფილიალში ბანკის კლიენტებისათვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების უმაღლესი ხარისხი.

ვაკის ფილიალში ვითიბი ბანკმა კიდევ ერთი სიახლე დანერგა, ფილიალის Private Banking-ის  ზონაში გამოფენილი იქნება ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ფილიალის გახსნაზე  ცნობილი ფერმწერის, მამუკა ცეცხლაძის, ტილოები გამოიფინა.

ვითიბი ბანკის ვაკის ფილიალი ოფიციალურად გახსნა ქ. თბილისის მერმა, ბატონმა გიგი უგულავამ და ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა არჩილ კონცელიძემ.

როგორც ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა არჩილ კონცელიძემ აღნიშნა: „2012 წელს ბანკი, განახლებული სტრატეგიის შესაბამისად აქტიურად გადადის მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებასა და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. ქსელის გაფართოვება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მიმართულებით ბანკის განვითარებას.

      

დაბრუნება სიაში