2012

2012 წლის განმავლობაში გარემონტდა და ბანკის კორპორატიულ სტილში გაფორმდა რუსთაველისა და საბურთალოს ფილიალები, გაიხსნა ახალი ფილიალები რეგიონების მასშტაბით გორში, ბათუმში, ქუთაისში, ხოლო თბილისში - წერეთლის, გლდანის და ვაკის ფილიალები.

მთელი წლის განმავლობაში, ბანკმა მომხმარებელს არაერთი ხელსაყრელი აქცია შესთავაზა სამომხმარებლო, იპოთეკური და ავტო დაკრედიტების კუთხით. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის აქცია „-3 პროცენტი“ წარმოადგინა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მიმდინარე ბიზნეს სესხების გადაფარვა სხვა ბანკსა თუ საკრედიტო ორგანიზაციაში მინუს 3%-ად.

დეკემბრიდან ბანკში დაინერგა ახალი პროდუქტი - ექსპრეს განვადება. ექსპრეს განვადების პირობები: საპროცენტო განაკვეთი 0%–დან, სესხის თანხა 150–დან – 5000 ლარამდე, სესხის ვადა 24 თვემდე, თანამონაწილეობა 0%–დან

2012 წელს ხელი მოეწერა სასპონსორო ხელშეკრულებებს შ. რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრთან, რაგბის კლუბ „ლოკომოტივთან“, ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციასთან.

27 ნოემბრიდან ვითიბი ბანკის მომავალი და არსებული თანამშრომლები ტრეინინგებს და სემინარებს სპეციალიზირებულ ტრეინინგ-ცენტრში გადიან. ტრეინინგ-ცენტრის მუშაობას ბანკის HR დეპარტამენტი უძღვება. ტრეინინგ-ცენტრის ძირითადი ფუნქციებია: პერსონალის სწავლების ერთიანი სტანდარტების შექმნა/დანერგვა;  ახალბედა ბანკირების მომზადება და ძლიერი საკადრო რეზერვის შექმნა; ბანკის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და სისტემური გადამზადება; თანამშრომელთა ლოიალობის და ჩართულობის გაზრდა; კომუნიკაციის გაუმჯობესება; პრაქტიკის გაზიარება. ტრეინინგ-ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურით და საბანკო საქმიანობისთვის საჭირო სრული პროგრამული უზრუნველყოფით. აქ შესაძლებელია ერთდროულად 30 ადამიანის განთავსება.