2010

9 აგვისტოს ღსს ,,ბანკმა ვეტებემ’’ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან შეიძინა სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ 7 730 073 აქცია. აღნიშნული გარიგება გათვალისწინებული იყო 2006 წელს ღსს ,,ბანკ ვეტებესა’’ და ერგბ–ს შორის დადებული შეთანხმებით. გარიგების შედეგების მიხედვით ღსს ,,ბანკ ვეტებეს’’ წილი სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას ‘’ გაცხადებულ კაპიტალში გაიზარდა 92,57% –მდე, შესაბამისად, განაღდებულ კაპიტალში 96,16 %–მდე.

23 ივნისს სს „ ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერმა - ღსს “ ბანკ ვეტებემ“ 43 500 000 ემიტირებული აქციიდან 38 008 734 აქცია შეისყიდა, ნომინალური ღირებულებით 1 აქცია - 1 ლარი. 
18 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცდა სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციათა ემისიის საბოლოო პროსპექტი, რომლის საფუძველზე ბანკის კაპიტალი გაიზრდება 43 500 000 ლარით. პირველ ეტაპზე აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება აქვთ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ არსებულ აქციონერებს. აღნიშნული უფლების საფუძველზე ღსს „ბანკ ვეტებემ“ საკუთარი წილის პროპორციულად შეისყიდა 38 008 734 აქცია. დარჩენილი 5 491 266 აქციის შესყიდვის უფლება ასევე გააჩნია ბანკის აქციონერებს ემისიის პროსპექტის გამოქვეყნებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში.

15 ივნისს ვითიბი ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი შეთანხმდნენ ვაჭრობის დაფინანსების ხაზის აღდგენის შესახებ. დაფინანსების მოცულობამ შეადგინა 5 მილიონი აშშ დოლარი, მომავალში მისი გაზრდის პერსპექტივით.

10 ივნისს ვითიბი ბანკმა თავის მომხმარებელს იპოთეკური სესხი ახალი ხელსაყრელი პირობებით შესტავაზა.

30 აპრილს, ქ. ფოთში, რუსთაველის რკალი #13-ში ვითიბი ბანკმა ფოთის მოსახლეობისათვის განახლებული ფილიალი გახსნა.

12 აპრილს, ქ. თბილისში, გ. ჭანტურიას ქ. 14–ში საზეიმოდ გაიხსნა ვითიბი ბანკის ახალი ფილიალი, რომელიც ორიენტირებულია მსხვილი კორპორატიული კლიენტების მომსახურებაზე და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების ფართო არჩევანსა და მაღალხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. გახსნის ცერემონიალზე ბანკმა მომხმარებელს მაღალშემოსავლიანი სეგმენტისთვის გათვლილი ახალი ტიპის საბანკო მომსახურება – VTB Private Banking შესთავაზა. ვითიბი ბანკის კორპორატიულ ფილიალში VTB Private Banking-ის კლიენტებისათვის პერსონალური მომსახურების ზონები გამოიყო.