2008

სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფიციალური სპონსორი და ლიგის მიერ ფეხბურთში ჩატარებული “საქართველოს სუპერთასის” გენერალური სპონსორია,

15 ივლისს, მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” ორგანიზებითა და სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” დაფინანსებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, უსახლკარო და ობოლ ბავშვთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მთლიანად გადაირიცხა პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულ ფონდ “იავნანაში”. კონცერტის დასასრულს, ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს ბანკის ხელმძღვანელობამ საჩუქრად ბინის გასაღები გადასცა.

3 სექტემბერს სს ”ვითიბი ბანკ ჯორჯიას” გენერალურ დირექტორად დაინიშნა ნიკოლოზ შურღაია.

დეკემბრისთვის ღსს“ბანკმა ვეტებემ” სს ”ვითიბი ბანკ ჯორჯიას” კაპიტალში თავისი წილი - 77.57% -მდე გაზარდა.

30 მარტს ტელეკომპანია “მზის” პირდაპირ ეთერში სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” სადეპოზიტო წამახალისებელი გათამაშება გაიმართა. გათამაშების ყოველ ეტაპზე თამაშდებოდა ფულადი პრიზები 1000 და 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეოთხე გათამაშებაში ერთი ბილეთის მფლობელმა სუპერ პრიზი – 150 000 ლარი მოიგო. წლის განმავლობაში წამახალისებელი გათამაშების მიმდინარეობისას 38 იღბლიანი მეანაბრე გამოვლინდა.

3 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” გენერალური სპონსორობით თბილისის “დინამოსა” და ზესტაფონის “ზესტაფონს” შორის საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა. შეხვედრა თბილისის დინამოს გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს “ვითიბის” სახელობის თასი გადაეცა, რომელიც ბანკის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის დამზადდა.

18 დეკემბერს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings  - მა სს“ვითიბი ბანკ ჯორჯიას” დაუდასტურა საკრედიტო რეიტინგები.
ბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი “B+” მიენიჭა.
აღნიშნული რეიტინგი საქართველოს მთავრობის საკრედიტო რეიტინგს უტოლდება და უმაღლესია საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის.