2007

გაიმართა სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” სადეპოზიტო წამახალისებელი გათამაშების 5 ეტაპი. გათამაშდა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ოთხი ავტომობილი და სუპერ პრიზი – 150 000 ლარი.

ქალაქ ჟენევაში Century International Quality Era Award-ის ხარისხის საერთაშორისო პრიზების გადაცემის ცერემონია გაიმართა, სადაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიები აღიარეს ლიდერობისაკენ სწრაფვისა და ხარისხის სრულყოფისათვის. ოქროს კატეგორიის ხარისხის ჯილდო ტექნოლოგიისა და ინოვაციების, ლიდერობისკენ სწრაფვისთვის სს“ვითიბი ბანკმა ჯორჯიამ” მიიღო.

სს“ვითიბი ბანკ ჯორჯიასა” და “საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგას” შორის გაფორმდა ორწლიანი ხელშეკრულება მის ოფიციალური სპონსორობისა და ლიგის მიერ ფეხბურთში ჩატარებული “საქართველოს სუპერთასის” გენერალური სპონსორობის ექსკლუზიური უფლების მიღების შესახებ.

გაგრძელდა ხელშეკრულება “ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის” გამოცემის გენერალური სპონსორობის შესახებ.

14 თებერვალს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings - მა სს”ვითიბი ბანკ ჯორჯიას” გრძელვადიანი საკრედიტო მაჩვენებელი “B” - თი შეაფასა პროგნოზით – სტაბილური, მოკლევადიანი რეიტინგი “B”, ინდივიდუალური რეიტინგიE”DE”, მხარდაჭერის რეიტინგი 4 მიენიჭა, რაც ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისათვის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს და მისი სანდოობის გარანტიას უზრუნველყოფს.

8 მარტს სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ თბილისის სამშობიაროებში დაბადებულ პირველ 8 გოგონას ბანკისგან საჩუქრად 500-500ლარი, ხოლო მათ დედებს ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიანი პოლისი გადაეცათ.

სს”ვითიბი ბანკ ჯორჯიამ”, თანამედროვე ქართული კულტურის მხარდაჭერისა და ქართველ მწერალთა, ხელოვანთა, მეცნიერთა, ჟურნალისტთა წახალისების მიზნით, 2006 წლიდან დააარსა ყოველწლიური პრემია – “პარნასი”. პრემია მიენიჭა იმ ნაწარმოებს, პროექტს თუ ღონისძიებას, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ ასახავს ტენდენციებს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერების, არქიტექტურისა და დიზაინის, ჟურნალისტიკის, კულტურულ- ინტელექტუალური და საგანმანათლებლო სფეროში. ”ვითიბი ბანკი ჯორჯიას” ქართული კულტურისადმი მხარდაჭერის კონცეფციიდან გამომდინარე, “პარნასის” ნომინაციათა არეალი ფაქტობრივად მოიცავდა ქართული საზოგადოებრივ – კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დიაპაზონს.

22 მაისს მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში პრემია “პარნასის” თეატრალიზებული დაჯილდოება გაიმართა. სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები 2007 წლის საუკეთესო სპექტაკლის, რეჟისურის, ჟურნალისტური ნამუშევრის, მუსიკის, წიგნის, სახვითი ხელოვნებისა და სხვა ნომინაციებში.

19 ივლისს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings –მა სს”ვითიბი ბანკ ჯორჯიას” რეიტინგი “BB” – მდე გაუუმჯობესა. ასეთი მაღალი შეფასება მიუთითებს ბანკის საოპერაციო გარემოსა და დაფინანსების პარამეტრების გაუმჯობესებაზე.

Fitch Ratings –მა სს”ვითიბი ბანკ ჯორჯიას” რეიტინგი გააუმჯობესა შემდეგ კატეგორიებში:

გრძელვადიანი რეიტინგი გაუმჯობესდა “B” – დან “BB” –მდე
მხარდაჭერის რეიტინგი – “4” – დან “3” –მდე
მოკლევადიანი რეიტინგი - “B”
ინდივიდუალური რეიტინგი - “D”

2007 წლის 3 სექტემბერს სს”ვითიბი ბანკ ჯორჯიას” გენერალურ დირექტორად ევგენი ნემერინსკი დაინიშნა.