2006

2006 წლის 27 მარტიდან 7 ივლისამდე სს“გაერთიანებულმა ქართულმა ბანკმა” გრანდიოზული, სადეპოზიტო წამახალისებელი გათამაშება ჩაატარა.

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო “გაერთიანებული ქართული ბანკის” ნებისმიერ ფილიალსა და სერვისცენტრში ვადიანი, გაერთიანებული,ზრდადი ვადიანი ან საბავშვო დეპოზიტის გახსნა.

მონაწილეთა შორის გამოვლინდა 100 გამარჯვებული. გათამაშება გადაიცა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით.
საპრიზო ფონდი მოიცავდა უამრავ პრიზსა და 100 000 ლარს.

12 დეკემბერს “გაერთიანებულ ქართულ ბანკს” სახელი შეეცვალა და ეწოდა სს”ვითიბი ბანკი ჯორჯია”.

სს ”ვითიბი ბანკ ჯორჯიას” უმსხვილესი აქციონერები: ღსს “ბანკი ვეტებე” (აქციათა 53.17%) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 18.87%

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოყო 10 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხი მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად, აგრეთვე 10 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხის ლიმიტი, სავაჭრო ოპერაციების დასაფინანსებლად.