2005

2005 წლის 10 აპრილს სს“გაერთიანებულ ქართულ ბანკს” 10 წელი შეუსრულდა.

25 მაისს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც პირველად საბანკო სივრცეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის აღსანიშნავად ახალი პლასტიკური ბარათის – “VISA ეროვნულის” (VISA Electron) გამოშვებას მიეძღვნა (ბარათზე დატანილი იყო საქართველოს ეროვნული დროშა, გერბის დეტალები და ჰიმნის ტექსტი.მის მფლობელს საშუალება ჰქონდა ბარათი გამოეყენებინა საქართველოსა და მსოფლიოს 500 ათასზე მეტ ბანკომატსა და 25 მილიონ სავაჭრო წერტილში).

2005 წლის დეკემბერში გამოიცა პირველი კვარტალური კორპორატიული ჟურნალი “პარტნიორი”.

სს”გაერთიანებულმა ქართულმა ბანკმა” მომხმარებელს შესთავაზა შემდეგი მრავალფეროვანი დეპოზიტი:

  • ვადიანი დეპოზიტი
  • ზრდადი შემნახველი დეპოზიტი
  • ზრდადი ვადიანი დეპოზიტი
  • პროგრესული დეპოზიტი
  • საბავშვო დეპოზიტი
  • გაერთიანებული დეპოზიტი

წლის დასაწყისში დასრულდა მოლაპარაკებები და ოფიციალურად “ვნეშტორგბანკი” სს”გაერთიანებული ქართული ბანკის” აქციონერი გახდა.

25 იანვარს “ვნეშტორგბანკმა” შეიძინა სს“გაერთიანებული ქართული ბანკის” აქციათა საკონტროლო პაკეტი - 50%+1აქცია.

8 ივლისს სს“გაერთიანებული ქართული ბანკის” გენერალურ დირექტორ-პრეზიდენტად დაინიშნა იუზა თავდიდიშვილი.

“ვნეშტორგბანკმა” გამოყო 12 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხი.